|
2017-06-29 12:14:33, 2115 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკო აფხაზეთთან არალეგალურ ვაჭრობასა და შემოსავლის მიღებაში დაადანაშაულა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოკუპირებილ აფხაზეთთან „არალეგალურ" ვაჭრობასა და შემოსავლის მიღებაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გიბერნატორმა საკუთარ თოქ-შოუში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი ინფორმაცია მისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. "უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტო პეტრო პოროშენკო, 2010 წლის ჩათვლით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2011 წლიდან კი ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. პარალელურად ის ქარხანა "ბაგდანის" მფლობელიც გახლდათ. ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც რუსეთმა ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა. რუსეთი დარბოდა მსოფლიოს მასშტაბით და ცდილობდა, რომ ვინმეს ეს ტერიტორიები ან ეღიარებინა ან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონოდათ მათთან. მაშინ უკრაინასთან ჩვენ რთული სიტუაცია გვქონდა, ვინაიდან უკრაინა რუსეთის გავლენის ქვეშ იყო. იანუკოვიჩი არ გამორიცხავდა, რომ უკრაინას ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეეძლო. ეჭვი მქონდა, რომ გარდა რუსეთის გავლენისა, არსებობდა რაღაც კომერციული ინტერესები. ცოტა ხნის წინ მივიღე ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის გაუგებარი და ამაზრზენია. საქმე იმაშია, რომ 2010-2014 წლებში, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, პეტრო პოროშენკოს კომპანია „ბაგდანი“ ოფიციალურად, თავისი პროდუქციის ექსპორტს ოკუპირებულ აფხაზეთში ახორციელებდა. პოროშენკო შემოსავალს არალეგალური, ამორალური, ანტიქართული და ანტიუკრაინული ვაჭრობისგან ღებულობდა. პრეზიდენტი პოროშენკო ვაჭრობდა და არღვევდა უკრაინისა და საქართველოს კანონებს და საერთაშორისო სამართალს. ეს არის ოფიციალური დოკუმენტირებული ინფორმაცია. ვთქვლი, რომ პოროშენკომ ამ ინფორმაციაზე პასუხი უნდა გასცეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)