22:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 11:51:59, 2130 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს უზყრუნველყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუციის შექმნას ემსახურება. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ ცვლილებებით, რომელიც პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე შეიმუშავა, საქართველოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს; უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მთავრობას; კიდევ უფრო მეტად აკონკრეტებს პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციებს; უზრუნველყოფს ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს.

შეხვედრისას, საუბარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღსაც შეეხო, რაც 2024 წლიდან იგეგმება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებით ხდება, რაც დიდი მიღწევაა და ეს საკითხი არც ერთი ხელისუფლების პირობებში, დღის წესრიგშიც არ დამდგარა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics