|
2017-06-28 14:41:35, 1974 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციით 37 600-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, უვიზო მიმოსვლით 37 600-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. როგორც ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ქართველი მოქალაქეების საზღვრიდან მობრუნების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია. „ყველას გვახსოვს, შიში და მოსაზრებები იყო წინასწარ გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვრებიდან მოაბრუნებდნენ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ ამ მხრივაც გვაქვს ძალიან კარგი შედეგი. სრულ ამ პერიოდში 37 ათას 600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ ახალი შესაძლებლობით და აქედან მხოლოდ 0, 3 %- ია შემთხვევები, როცა ჩვენს მოქალაქეებს საზღვარზე ეთქვათ უარი. ეს ფაქტები ბევრზე მეტყველებს. ევროკავშირი იცავს და ასრულებს თავის პირობას. ახლა დრო არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმაც შეასრულონ ის ვალდებულებები, ის მოთხოვნები, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით და არ დაარღვიონ სავიზო რეჟიმი“,-განაცხადა ხულორდავამ. მისივე თქმით, ევროკავშირის მიმართულებით მგზავრების ნაკადი გაზრდილია. „გაზრდილი არის ნაკადი ევროკავშირის მიმართულებით. ორნახევარჯერ, მეტჯერ არის გაზრდილი ეს რიცხვი, რაც ძალიან სასიხარულოა. იმიტომ რომ ეს არის რეალური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, შედეგის მომტანი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა იზრდება ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე ჩვენი მოქალაქეები უკეთ ეცნობიან იმ ახალ შესაძლებლობებს, რომელსაც სთავაზობს ევროკავშირი და რომელიც წერტილს დაუსვამს სპეკულაციებს, კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ორიენტაცია. ეს გაამყარებს ჩვენს მისწრაფებას და სურვილს, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)