|
2017-06-28 12:36:27, 1847 ნახვა
საზოგადოება
„მწვანე აჭარა“ - მთიანი აჭარის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი
„მწვანე აჭარა“- ასე ჰქვია მთიანი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით მომზადებულ ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გადაიღო. კლიპი აჭარის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული პიარკამპანიის გაგრძელებაა, რომლითაც დეპარტამენტი რეგიონში ჩამოსულ ტურისტებს ზღვაზე დასვენების გარდა ეროვნულ პარკებში, დაცულ ტერიტორიებსა და მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე სამოგზაუროდ ეპატიჟება. „როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე 16 სამიზნე ქვეყანაში დაწყებული გვაქვს როგორც ზღვის, ასევე აჭარის მთის, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების რეკლამირება. აჭარაში ჩამოსულ ტურისტებსა და ვიზიტორებს ხვდებათ ბილბორდები, სადაც მითითებულია ტურისტებისთვის საინტერესო ლოკაციებამდე მანძილი და ვიზუალიზაცია. აღნიშნულ აქტივობას უკვე შეემატა ვიდეორგოლი, რომელიც სპეციალურად ამ კამპანიისთვის გადავიღეთ. დღემდე ასეთი მასშტაბის კლიპი აჭარის მაღალმთიანეთზე არ გადაღებულა, შესაბამისად ტურისტებს წინასწარი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა პრაქტიკულად მხოლოდ ფოტოებით ჰქონდათ. ჩვენ უკვე ვამზადებთ კონტრაქტებს სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებთან და ივლისის დასაწყისიდან უკვე ჩვენი შეკვეთით დამზადებულ ვიდეო რგოლებს 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ. ვიდეორგოლები არის განსხვავებული შინაარსის და გათვლილი სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაზე. ამ ეტაპისთვის გადაღებულია 4 ვიდეო რგოლი, რომელსაც უახლოეს დღეებში იხილავენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს სამიზნე ქვეყნებში“- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. მთიანი აჭარის პოპულარიზაციისთვის დამზადებული ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-მა გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სულ ამ ეტაპისთვის გადაღებულია 4 ვიდეო რგოლი, რომელიც გარდა სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-სა კომპანია JWT METRO-მ გადაიღო. 2017 წლის აპრილიდან დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებს მსოფლიოს 16 ქვეყანაში ანხორციელებს. ვიდეორგოლი იხილეთ შემდეგ ლინკზე https://www.youtube.com/watch?v=3JfCerhUy6I (NS)
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)