|
2017-06-28 11:00:32, 2001 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი გლობალურ ფორუმს მიგრაციის მართვის ქართულ მოდელს გააცნობს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბერლინში მიგრაციისა და განვითარების გლობალურ ფორუმში (GFMD) მიიღებს მონაწილეობას. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გლობალურ ფორუმზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი წარადგენს. სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის მთავარი თემა მიგრაციისა და განვითარების საკითხზე გლობალური სოციალური შეთანხმებაა. ღონისძიების ფარგლებში პარტნიორი ქვეყნები იმსჯელებენ მიგრანტების მიმღები თუ სატრანზიტო ქვეყნების ინტერესთა ბალანსის საკითხებზე ლეგალური მოწესრიგებული მიგრაციის ფარგლებში. გლობალურ ფორუმში მონაწილეობა საქართველოსათვის იმ პროგრესის ჩვენების საშუალებაა, რასაც ქვეყანამ მიგრაციის მართვის სფეროში მიაღწია 2013 წლიდან მოყოლებული. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში ქართულ დელეგაციას შესაძლებლობა ექნება, გაიაროს კონსულტაციები პარტნიორ ქვეყნებთან და თავად გამართოს კონსულტაციები „მიგრაციის გლობალური შეთანხმების“ დოკუმენტის გარშემო, რომელიც გაერო-ს ფორმატში მუშავდება. მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი სამი თემის ფარგლებში იმუშავებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია სესიის ფარგლებში, რომლის მთავარი თემა მიგრაციის ეროვნული სტატეგიები და მიგრაციის ეროვნული პოლიტიკის ეფექტიანობის ამაღლებაა. თეა წულუკიანი ფორუმში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს მიგრაციის მართვის ქართულ მოდელს გააცნობს. იუსტიციის მინისტრი მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის პოლიტიკასა და მაკოორდინირებელი მექანიზმის სტრუქტურას წარადგენს, ისაუბრებს საქართველოს 2016-2020 წწ. მიგრაციის სტრატეგიასა და მიგრაციასა და განვითარების უკუკავშირზე. მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმის მე-10 სამიტს გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი გახსნის. სამიტში მონაწილეობას იღებენ გაერო-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი არის გაერო-ს წევრ ქვეყანათა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მიგრაციისა და განვითარების ურთიერთკავშირის მოწესრიგებას პრაქტიკული და ქმედებაზე ორიენტირებული მეთოდებით. იგი სამთავრობო დონეზე წარმართული არაფორმალური, არასავალდებულო, ნებაყოფლობითი თანამშრომლობაა. ფორუმის პირველი სხდომა გაიმართა 2007 წელს. 2017 წლის ფორუმის მთავარი თემა „მიგრაციისა და განვითარების საკითხზე გლობალური სოციალური შეთანხმების მიმართულებით“ ხაზს უსვამს მიგრანტების, მათი წარმოშობის, მიმღები თუ ტრანზიტი ქვეყნების ინტერესთა ბალანსის დაცვის უპირატესობას ლეგალური მოწესრიგებული მიგრაციის ფარგლებში. (NS)
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)