|
2017-06-27 20:17:05, 2078 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შეხვდა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გაეროს მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნილს სკოტთან შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას - გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, ქალაქ ბათუმის მერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შედეგებზე ისაუბრეს. განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხები. მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს მადლობა გადაუხადა რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის და განსაკუთრებულად აღნიშნა რეგიონისთვის პროექტის ,,მწვანე ქალაქები: მდგრადი ინტეგრირებული ტრანსპორტის" კონცეპციის მნიშვნელობა. ზურაბ პატარაძემ აჭარის მაღალმთიანეთში ლოჯისტიკური ცენტრების შექმნის შესახებ ისაუბრა, რომელიც ადგილობრივ ფერმერებს საშუალებას მისცემს თავიანთი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გაიტანონ. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო გაეროს მისიის ხელმძღვანელთან. ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პროექტები, რომელიც დღესდღეობით ხორციელდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ზოგადად ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზეც. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაეროს მისიას მადლობა გადავუხადო იმ ჩართულობისთვის და პროექტებისთვის, რაც დაგეგმილია ჩვენს რეგიონში. ჩვენ დავაანონსეთ ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობა მაღალმთიან აჭარაში და ზუსტად ამ პროექტების შესრულებაში, განვითარებასა და გაგრძელებაში გაერო მაქსიმალურად მხარს გვიჭერს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. შეხვედრაზე ნილს სკოტმა ხაზი გაუსვა აჭარის მთავრობის თანადგომას და აქტიურ მონაწილეობას პროექტების განხორციელებაში. ,,გაეროს განვითარების პროგრამამ ძალიან ბევრი შეიძინა და ისწავლა აჭარის რეგიონში პროექტების განხორციელების პროცესში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ აჭარის მთავრობა ჩართულია და აქტიურად მონაწილეობს ყველა პროექტის განხორციელებაში. აჭარის რეგიონი მისაბაძი მაგალითია საქართველოს სხვა რეგიონებისთვის" - აღნიშნა ნილს სკოტმა. შეხვედრის დასასრულს, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ აჭარის რეგიონთან აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - გაერო აჭარაში 2008 წლიდან მუშაობს. გაეროს ხელშეწყობით აჭარაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები:
(NS)
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)