|
2017-06-26 12:29:28, 2587 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია პარლამენტს ტოვებს - „გადავწყვიტე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კენჭი ვიყარო“
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ის საქართველოს პარლამენტს ტოვებს და კენჭს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იყრის. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს. "ამ უძველეს ადგილას ქართველმა ერმა თავის დროზე დიდი გამარჯვება მოიპოვა, სწორედ ამიტომ, სიმბოლურად დღეს აქ შევიკრიბეთ. ვაცხადებთ გადაყვეტილებას გადამწვეტ ბრძოლაში შესვლის თაობაზე. ჩვენ აქ მოვედით რათა ერთად დავიწყოთ მოძროაბა უიმედობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბესა და ოლიგარქიის, ნეპოტიზმისა და კორუფციის დასამარცხებლად. 5 წელია ხელისუფლება თესავს სიძულვილს, თუმცა ჩვენ გვინდა თბილისი დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე. გვინდა თბილისი იყოს ბედნიერი და წარმატებული ადამიანების. ეს არ იქნება რიგითი არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი საქართველოს მომავალზე. ამ რეფერენდუმმა უნდა გადაწყვიტოს თუ როგორი ქვეყანა და ქალაქი გვექნება ჩვენ. ამ ქალაქში , 2017 წლის ოქტომბერში ჩვენ უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა კორუმპირებულ და მავნებლურ ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ დაიწყება ჩვენი დედაქალაქიდან. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტი და ამ ქალაქის, ამ ქვეყნის გადასარჩენად და "ქართული ოცნების" დასამარცხებლად ვიბრძოლო თბილისის საკრებულოდან. დღეს ვაცხადებ გადაწყვეტილებას, რომ კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე და სწორედ აქედან შევუტიოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ერთად დავამარცხებთ უკუსვლას", - აღნიშნა მელიამ. ცნობისთვის, დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერობის კანდიდატიც წარადგინა. პარტიის სახელით მერობისთვის ზააალ უდუმაშვილი იბრძოლებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)