|
2017-06-24 23:40:30, 1787 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა სამუშაო შტაბში პეკინის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამა
დავით ნარმანიამ 26 მაისის მოედანზე არსებულ შტაბში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად პეკინის ქუჩაზე ამ ეტაპზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა. შეხვედრაზე თბილისის მერმა შესაბამისი კომპანიებისა და სამსახურების წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული კომპანიები და სამსახურები კოორდინირებულად მუშაობენ, რაც მუშაობის ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია. „ერთი კვირაა, რაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები მას შემდეგ, რაც დავიწყეთ პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი. ამ ეტაპზე სამუშაოები ტარდება გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით. კომუნიკაციების მფლობელი ყველა კომპანია ინტენსიურ რეჟიმში ასრულებს პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რომელიც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის სრულად გამოცვლასა და მოწესრიგებას. ამის შემდეგ დავიწყებთ გზის საფარის აღდგენას. შეხვედრაზე ჩვენ შევაჯამეთ ის საკითხები, რაზეც გაცემული იყო დავალებები და ამ დრომდე მიმდინარეობდა მუშაობა. დავგეგმეთ, რომ სამუშაოები მომდევნო კვირას და შემდეგშიც კიდევ უფრო უკეთესი ტემპით წარიმართოს იმისთვის, რომ რეაბილიტაცია გეგმით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდეს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ. სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დაათვალიერა. სარეაბილიტაციო მონაკვეთში სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამჟამად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრული განახლების სამუშაოებს ახორციელებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt ექსპერტებთან ერთად ახორციელებს. ამ დროისათვის კომპანიის სამშენებლო ბრიგადები პეკინის გამზირის ხუთ მონაკვეთზე ერთდროულად მუშაობენ. უკვე გათხრილია 798 მეტრი სიგრძის ტრანშეა, მოწყობილია 389 მეტრი სიგრძის 355 მმ-იანი და 165 მეტრი სიგრძის 160 მმ-იანი წყალსადენის ახალი ქსელი. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოეწყობა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდება ასევე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები. კომპანიის მენეჯმენტი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბრიგადების სამუშაოების მიმდინარეობას 24-საათიან რეჟიმში ვიდეომონიტორინგის საშუალებით ადევნებს თვალს. (NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)