|
2017-06-24 21:16:05, 2031 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე „შუახევი ჰესის“ გახსნას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშილთან და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან ერთად „შუახევი ჰესის" გახსნას დაესწრო. ობიექტის გახსნას კომპანიის წარმომადგენლები, მთავრობის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანია იმპორტირებული ელექტროენერგია ადგილობრივი ენერგორესურსით ჩანაცვლდეს. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერს, ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლებს, ინვესტორ კომპანიას „ტატა ჯგუფს" და განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მალე საქართველო ენერგეტიკულად განვითარდეს და აღარ იყოს დამოკიდებული მზეობელ ქვეყნებზე. ,,შუახევიჰესის" მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით. დერივაცია ხორციელდება გვირაბების საშუალებით. ,,შუახევიჰესის" გვირაბის ჯამური სიგრძე 37 კილომეტრია, რაც ორჯერ აღემატება საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებისთვის დღემდე აშენებული გვირაბების სიგრძეს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 730 საქართველოს მოქალაქე. ,,შუახევიჰესი" ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე საქართველოში აშენებულა. ,,შუახევიჰესი" გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით. შუახევიჰესის პროექტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ენერგო სექტორის განვითარების და ახალგაზრდა ქართველი ინჟინრების მომზადების პროცესში. კომპანიის თანამშრომლების 90% ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები შეადგენენ, მშენებლობაზე სტაჟირებას გადიოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთა უმეტესობაც დღეს უკვე კომპანიის თანამშრომელია (NS) .
უკრაინამ იაროსლავში რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორეჯერ დაარტყა
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)