|
2017-06-23 21:48:35, 2185 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნამდვილად ისტორიული ნაბიჯი
„დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ მეორე მოსმენით, ერთხმად იქნა მიღებული. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული ნდობის შესაბამისად, პირნათლად და თანმიმდევრულად მოქმედებს. „დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება- მეორე მოსმენით განვიხილეთ და მივიღეთ კონსტიტუციური კანონის პროექტები: საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები და კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ. ეს არის ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართველ ამომრჩეველს, რომელმაც სწორედ ამ დაპირებების საფუძველზე გამოგვიცხადა კონსტიტუციური ნდობა. ჩვენ პირნათლად და ძალიან თანმიმდევრულად ვმოქმედებთ ამ გამოცხადებული ნდობის შესაბამისად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს დაპირება 2012 წელსაც იქნა გაცემული, თუმცა, საკონსტიტუციო უმრავლესობისა და კონენსუსის რესურსის არარსებობის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა. „ეს დაპირება გაცემული იყო 2012 წელსაც, თუმცა მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობის არარსებობის გამო და კონენსუსის რესურსის არარასებობის გამო შეუძლებელი გახდა რეალურად ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში. დღეს ჩვენ გვეძლევა ამის შესაძლებლობა და შეგვაქვს ისეთი ცვლილებები კონსტიტუციაში, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო ევროპული სტანდარტების ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის ჩამოყალიბებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნამდვილად ისტორიული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიული პროცესის მონაწილეები ვართ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)