|
2017-06-23 17:18:53, 1878 ნახვა
საზოგადოება
ახალი სასწავლო ცენტრი „TBILISI CINEMA COLLEGE“ 27 ივნისიდან გაიხსნება
27 ივნისიდან კინოინდუსტრიის სფეროში ახალი სასწავლო ცენტრი - თბილისის კინოკოლეჯი გაიხსნება. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, კინოკოლეჯში ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება კინოწარმოების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამას დაეუფლოს და გაიღრმავოს ცოდნა ტელევიზიის, კინოს, რეკლამის, მუსიკისა თუ ინტერნეტ ვიდეორგოლების მომზადების კუთხით. პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ აქტიურად უჭერს მხარს TBILISI CINEMA COLLEGE-ს, რომლის ძირითად მიზანს კინოინდუსტრიის სფეროში საშუალო რგოლის პროფესიონალების მომზადება წარმოადგენს სხვადასხვა სასწავლო კურსის მეშვეობით. აღნიშნული კურსები, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება, მაღალი რანგის მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი ლექტორები სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და პრაქტიკულ დავალებებსაც მისცემენ. მოცემული ეტაპისთვის არსებული სასწავლო პროგრამა ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სამხატვრო მიმართულებებს მოიცავს, რომლებსაც წამყვანი ადგილობრივი და ევროპელი სპეციალისტები გაუძღვებიან. ადმინისტრაციულ ფაკულტეტს პროდიუსერი Miroslav Mogorovic, ტექნიკურ ფაკულტეტს ფოტოხელოვანი Serge Roman, ხოლო ხელოვნების მიმართულებას ე. წ. „წარმოების დიზაინერი“ Piotr Wyrzykowski უხელმძღვანელებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 27 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისის კინოკოლეჯის გახსნის ცერემონიალისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება კინოწარმოების ინტენსიური კურსი. კერძოდ, 27 ივნისს „ფაბრიკა თბილისში“ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-ს ჩათვლით, საშუალება ექნება დაესწროს კინოკოლეჯის პირველ ღია ღონისძიებას და გაეცნოს პროგრამის დეტალებსა და პირობებს. შემდგომი ტრენინგები კი უკვე ფასიანი იქნება და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ პავილიონში გადაინაცვლებს. ღონისძიებების განრიგი: 27 ივნისი, „ფაბრიკა თბილისი“ 28 ივნისი, კინოსტუდია „ქართული ფილმი“ 29 ივნისი, კინოსტუდია „ქართული ფილმი“ 30 ივნისი, კინოსტუდია „ქართული ფილმი“ 1 ივლისი, კინოსტუდია „ქართული ფილმი“
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)