10:08 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 17:11:59, 2007 ნახვა

საზოგადოება
31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროში უვიზოდ გამგზავრება შეუძლიათ

მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროს ტერიტორიაზე შესვლა ვიზის გარეშე შეუძლიათ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებს მონტენეგროში დარჩენა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

"უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ძალისხმევით, მონტენეგროსა და საქართველოს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების დინამიკიდან გამომდინარე, მონტენეგროს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 14 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მონტენეგროს ტერიტორიაზე ვიზის გარეშე შესვლა და დარჩენა არაუმეტეს 30 დღისა.
 
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საქართველოს ელჩის ზაზა კანდელაკის შეხვედრა მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, მათ შორის საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან სელიმ ლიკასთან", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ იაროსლავში რუსეთის ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორეჯერ დაარტყა
ტრამპი: აშშ-მ შესაძლოა ირანში პიკაქსის მთას დაარტყას
ვიტკოფი და კუშნერი აშშ-ის დელეგაციას რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში უხელმძღვანელებენ
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics