|
2017-06-22 18:59:03, 2151 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პირველად ეწვია
საქართველოსა და საბერძნეთის შს მინისტრებმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, საბერძნეთის რესპუბლიკის შს მინიტრი ნიკოლაოს ტოსკასი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ბერძენ კოლეგას საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას. საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეებს შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ნარკოტიკული საშუალებებითა და ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობის, ტრეფიკინგის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მძიმე დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროში თანამშრომლობას. როგორც მხარეებმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ აღნიშნეს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. პირისპირ შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეებისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების მნიშვნელობას, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. საქართველოს შს მინისტრმა ბერძენ კოლეგას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საბერძნეთის რესპუბლიკის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. (NS)
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)