|
2017-06-18 15:40:01, 2005 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი კობახიძეს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობას პრეზიდენტის სასახლეში სთავაზობს
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით და აღნიშნული პროცესის პრეზიდენტის სასახლეში გამართვის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ დღეს გააკეთა. ,,პრეზიდენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ფართო ჩართულობას და მის მაღალ ლეგიტიმაციას, შესაბამისად ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერმინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ბიზნესასოციაციები და ფართოდ გაშუქდეს მედიის მიერ, ის პრობლემური საკითხები, რომელიც ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ კონსენსუსს'', - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ცვლილებების პროექტზე მსჯელობა საჭიროა, სწორედ იმისათვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი, სახელმწიფოებრივი დოკუმენტი მივიღოთ არა ერთპარტიულად, არამედ, ფართო კონსენსუსის საშუალებით. ,,ფაქტია, რომ საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანაში საკმაოდ რთულ ფაზაშია და იმისათვის რომ ჩვენ რეალურად არ დავდგეთ ნულოვანი კონსენსუსის წინაშე, რომლის შესახებაც საუბრობს პრეზიდენტი მუდმივად და რომელზეც მიგვითითებს ახლა უკვე ვენეციის კომისია, საჭიროა, გარკვეული, რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა'', - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)