|
2017-06-16 18:32:29, 1960 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ გოგელია: ჩვენთან სხვადასხვა მედიასაშუალებიდან გადმოდიან თანამშრომლები და „ჯიდიესში“ რომ მუშაობდა ეს დამღაა?
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გრიგოლ გოგელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვაზე საპასუხოდ, მაუწყებელში „ჯიდიესიდან“ გადასულ თანამშრომლებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ერთი მაუწყებლიდან მეორეში გადასვლა, ჩვეულებრივი პროცესია და მხოლოდ „ჯიდიესის“ ჟურნალისტებისთვის ამ უფლების შეზღუდვა სამართლიანი არ იქნებოდა. „ჩვენს მაუწყებელში სხვადასხვა მედიასაშუალებიდან გადმოდიან სხვადასხვა თანამშრომლები. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. „ჯიდიესიდანაც“ გადმოდიან, „რუსთავი-2“- დანაც გადმოდიან, სხვადახვა პლატფორმებიდანაც გადმოდიან, ეს არის ნორმალური სიტუაცია ნებისმიერი მედიისთვის, ჩვენი ორგანიზაციიდან მიდიან „რუსთავი2“-ზე, ჩვენი ორგანიზაციიდან წასულან „იმედზე“, „იმედიდან“ მოდიან ჩვენთან, ეს მთელ მსოფლიოში ასე ხდება, ახლა „ჯიდიესში“ რომ მუშაობდა ეს დამღაა? ის თუ პროფესიულად ასრულებდა თავის ვალდებულებას, შეიძლება სხვადასხვა მაუწყებელს თავისი სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდეს, მათ შორის ეს პოლიტიკა შეიძლება იყოს მსოფლმხედველობრივად მიკერძოებული და ევროპაშიც და ამერიკაშიც უამრავი მაუწყებელია, ზოგი ლიბერალებს უჭერს მხარს, ზოგი კონსერვატორებს უჭერს მხარს, მაგრამ როდესაც ადამიანი მოდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მან თავისი პროფესიონალიზმის ფარგლებში უნდა დაიცვას ის ეთიკური სტანდარტები, ის პროფესიული კოდექსები, რომელიც ჩვენთანაა დაწესებული. თუ ის არ დაიცავს, მაშინ ვალდებული ვართ, ასეთ თანამშრომელს დავემშვიდობოთ“,-განაცხადა გრიგოლ გოგელიამ. ამასთან, გოგელია რადიო თავისუფლების პროექტების - სალომე ასათიანის „ინტერვიუ“, გოგი გვახარიას „წითელი ზონა“, დახურვის საკითხსაც გამოეხმაურა. „სალომე ასათიანის პროექტი ჩვენ დროს განხორციელდა, ერთ-ერთი ინიციატორი ამ პროექტის გახლდით მე. გავიგეთ, რომ არის კარგი ჟურნალისტი, ჰქონდა არაჩვეულებრივი განათლება და ა.შ. ჩვენი პოლიტიკა იყო ერთი ზოლი პოლიტიკური სხვადასხვა ფორმატების სხვადასხვა სახეები, ჩემთვის ამ სტრატეგიამ არ გაამართლა, ეს უკავშირდება რამდენიმე მართვასთან და პროდუქტთან დაკავშირებულ საკითხს. პოლიტიკურ ზოლზე, ორ არხზე და რადიოზე გვქონდა 16 პროექტი. 16 სოციალურ-პოლიტიკური გადაცემა. ამ რაოდენობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა BBC-ზე არ არის, არათუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. რესურსი ნაწილდება და ფრაგმენტირდება, ჩვენ ისედაც არ გვყავს ბევრი კვალიფიციური კადრი იმდენად, რომ გარდა წამყვანისა, მის უკან იყოს კვლევითი ანალიტიკური ნაწილები, რომლებიც მას ეხმარებიან ინფორმაციის მოპოვებაში, მათ შორის ეკონომიურ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პოლიტოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით. შეიძლება ის თანხა შემცირებული რაოდენობის პროდუქტზე დაიხარჯოს, მოხდეს მისი გამრავალფეროვნება ოპერაციული მართვის თვალსაზრისით. ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნამდე ჩვენ იმდენი რაოდენობის პროდუქტს ვაწარმოებდით, თვითონ ბორდშიც ვთქვით, რომ ზაფხულისთვის განახლებული სეზონისთვის, გენერალურმა დირექტორმა, და ვინ იქნებოდა ჩვენ ხომ არ ვიცოდით, წარმოადგინოს ოპტიმალური რაოდენობა გადაცემების იმისათვის, რომ გადავჭრათ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ტექნიკური პრობლემები, შენობასთან დაკავშირებული პრობლემები“,-განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)