|
2017-06-15 20:34:38, 2034 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: მუხტარლის საქმის გამოძიებას წინ ვერფერი დაუდგება, მთავარია, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შედგეს
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ის ნაწილი, რომელიც აფგან მუხტარლის საქმეზე გამოძიებას ეხება, საქართველოს მთავრობის პოზიციას ემთხვევა. წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც როგორც პრემიერ-მინისტრმა, ასევე მთავრობის ყველა წარმომადგენელმა დააფიქსირა, არის ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს სწრაფი ტემპით და ამ საქმეზე უკვე დაკითხულია რამდენიმე ასეული მოწმე. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიმართა აზერბაიჯანის შესაბამის ორგანოებს, რომ აფგან მუხთარლი დაიკითხოს. "გამოძიებას წინ ვერაფერი დაუდგება, ის ჩატარდება, მთავარია, თანამშრომლობა შედგეს ორ ქვეყანას შორის რათა გამოძიება ჩაითვალოს ეფექტურად", - აღნიშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)