|
2017-06-15 18:09:49, 1965 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა სერ გარი ჯონსონთან კონსტიტუციაში თავდაცვისა დაუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს კრიზისების საკითხებში სერ გარი ჯონსონს შეხვდა და მასთან კონსტიტუციაში თავდაცვისა დაუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტისა და სერ გარი ჯონსონის შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედავით რაქვიაშვილი ესწრებოდა. შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენები, არსებული უსაფრთხოების გარემო დასაკონსტიტუციიო პროექტის მიხედვით სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებიგანიხილეს. საუბარი შეეხო თბილისის სტრატეგიული დისკუსიების ფარგლებში მიღებულკომუნიკეს, რომელიც სერ გარი ჯონსონმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომუნიკეში დასმული საკითხები არსებითად სწორია და საკონსტიტუციო პროექტი ამ საკითხებს არ ითვალისწინებს. მისი განცხადებით, კომუნიკეში დასმული თემები უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაცსაქართველო ამ საკითხში წინსვლისთვის მუშაობს. დავით რაქვიაშვილის განცხადებით, სერ გარი ჯონსონი მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებასაქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში და დახვეწაში. ,,პრეზიდენტთან შეხვედრაზე გამოიკვეთა ის აზრი, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვისსასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას უსაფრთხოების გარემო, არსებულიგამოწვევები და მიზნები, მათ შორის, ნატო-ში ინტეგრაცია. დეტალურად განვიხილეთ კომუნიკე, რომელიც უსაფრთხოების ექსპერტის მონაწილეობით ორიივნისის თბილისის სტრატეგიული დისკუსის მიერაა მიღებული",- განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ქართული ეროვნული უსაფრთხოების სისტემისჩამოსაყალიბებლად საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფას და ამმიმართულებით შესაძლო თანამშრომლობას, ვინაიდან დავით რაქვიაშვილის განცხადებით,საკონსტიტუციო ცვლილებებში საერთაშორისო ექსპერტული მოსაზრებები გადამწყვეტი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)