|
2017-06-15 11:21:36, 2106 ნახვა
პოლიტიკა
16-18 ივნისს ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის სესიას დაესწრებიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 16-18 ივნისს ვენეციას ეწვევა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად ვენეციის კომისიის 111- ე სესიას დაესწრება. პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე იმსჯელებენ. საკითხის ირგვლივ გაიმართება დისკუსია. „ხვალ ვენეციის კომისიის სესია გაიმართება და შესაბამისად, განხილული იქნება ვენეციის კომისიის მიერ ჩვენს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნა. როგორც თავიდანვე დავდეთ პირობა, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ამ პირობას ბოლომდე მივყვებით და ვასრულებთ. შესაბამისად, კონსტიტუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უყრის კენჭს, იქნება სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, იქნება გამართული დოკუმენტი და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმიტომ, რომ ყველა ის შენიშვნა, რომელიც არის ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმული, საბოლოო ჯამში, გათვალისწინებული იქნება. რაც შეეხება ჩვენს კომუნიკაციას ვენეციის კომისიასთან, მათ წერილობით ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ. ხვალ, შეხვედრაზე, დამატებით გვექნება კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენიშვნებიც იქნება მათი მხრიდან გათვალისწინებული, განსაკუთრებით, ტექნიკური ხასიათის. დანარჩენს, პირიქით, ჩვენ გავითვალისწინებთ სამუშაო პროცესში“, - განაცხადა ვენეციაში გამგზავრებამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)