|
2017-06-12 19:31:57, 1980 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ასტანას ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხვალ ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვევა. პრეზიდნეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი უმასპინძლებს. გიორგი მარგველაშვილის დახვერდის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ნურსულთან ნაზარბაევი გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდებიან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ყაზახეთის პრემიერთან, პარლამენტში-სენატისა და მაჟელისის თავმჯდომარეებთან. გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ასტანაში, "ექსპო-2017"-ის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს და ყაზახეთის პავილიონებს დაათვალიერებს და გამოფენის ფარგლებში "საქართველოს ეროვნული დღის" აღნიშვნას დაესწრება. გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში 13 ივნისს დასრულდება.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)