|
2017-06-09 21:23:08, 1896 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ახალ ქართულ პოლიტიკაში შეურაცხყოფის კარგი კულტურა გვაქვს
„ექვსი თვეა ასეთი ჭეშმარიტებების გარკვევაში ვართ, მაგალითად აქვს თუ არა უშიშროების საბჭოს მდივანს უფლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება თავდაცვის უნარიანობაზე, არის თუ არა პრეზიდენტი მთავარსარდალი,დაბალანსება არის თუ არა კონსტიტუციის მთავარი პრინციპი, აი ამ ზოგადსაკაცობრიო ჭეშმარიტებებს ვარკვევთ“,-ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. პრეზიდენტმა ერთი წლის წინანდელი პოლიტიკური პროცესები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ კონსტიტუციის შეცვლაზე არ იყო საუბარი. „როდესაც იწყებოდა არჩევნები. საუბარი არ იყო იმის თაობაზე, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. საუბარი არ იყო იმის თაობაზე, რომ ჩვენ დავიწყებდით ანბანური ჭეშმარიტებების მედიაში გარკვევას. ყველა პოლიტიკური პარტია მათ შორის „ქართული ოცნება“, დასაქმებაზე, ბიზნესზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ქვეყნის ინტერესებზე, ამაზე საუბრობდა. ამ აქცენტით ვიყავით და ვცხოვრობდით, რომ შემოდგომაზე როდესაც შეიცვლება ხელისუფლება ჩვენ გაგვეხსნება ახალი პერსპექტივა. ახალი პერსპექტივა არა იმ თვალსაზრისით, რომ გადავიმეოროთ ჭეშმარიტებები და აღმოვაჩინოთ ისინი, არამედ ახალ ქართულ პოლიტიკაში, ისედაც კარგი კულტურა გვაქვს შეურაცხყოფის მაგრამ, ახალ სიმაღლეებზე, რომ ავიყვანოთ ერთმანეთის შეურაცხყოფა, ამაზე არ იყო არჩევნები და არჩევნების შემდეგ იწყება პროცესი. მთელი ქვეყანა ცხოვრობს საკონსტიტუციო ცვლილებებით, პროცესებით, რომ მოდი პრეზიდენტს ჩამოვართვათ ეს უფლება, მოდი ხალხს არ ავარჩევინოთ პრეზიდენტი, მოდი დავხუროთ უშიშროების საბჭო, ამითი ვცხოვრობთ 6 თვე და იმ საკითხებზე რაზეც იყო საუბარი, რაც რეალურად ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ყოფას, დასაქმებაზე, მეტი სამუშაო ადგილი, ამ პერიოდში პოზიტიური არის ის რომ ლარი დასტაბილურდა, მაგრამ ამ პერიოდში ინფლაცია, რომ გაგვექცა ამაზე ხო არ ვსაუბრობთ ? მაგრამ ვკითხულობთ საიდან მოხდა იმეილის გაჟონვა?“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)