|
2017-06-08 18:49:50, 2291 ნახვა
პოლიტიკა
კომისია გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით „განსხვავებული ვარიანტების“ გათვალისწინების რეკომენდაციით გამოდის
ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს კონსტიტუციის საკითხებში, ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების პროექტის თანახმად, კომისიის წევრები აფიქსირებენ, რომ მნიშვნელოვანია მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიწერა და საარჩევნო კოალიციების გაუქმება, უკან გადადგმული ნაბიჯია. დოკუმენტის შინაარსის ნაწილს „რუსთავი2“ ავრცელებს. "89. საქართველო რჩება საკმარისად ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ისეთ პარლამენტთან ერთად, რომელიც დარჩება ერთპალატიანი პროგნოზირებადი მომავლისთვის. მას არ აქვს სასამართლო დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. ასეთ გარემოებაში არსებობს პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკი და მომავალში ყურადღება უნდა მიექცეს ძალაუფლების გადანაწილების გაძლიერების შესაძლებლობას, მაგალითად მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით. 90. ახლანდელი პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული საარჩევნო სისტემით ეჭვს გარეშე არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდას, თუმცა ეს პოზიტიური ნაბიჯი სამი მექანიზმით არის შეზღუდული: საკანონმდებლო არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი შენარჩუნებულია; 5 პროცენტს ქვემოთ გადაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიეწერება და საარჩევნო კოალიციები (პარტიული ბლოკები) უქმდება. 91. რადგან 5-პროცენტიანი ბარიერი სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და არ ექვემდებარება კრიტიკას, ეს სამი მექანიზმი ამცირებს პროპორციული სისტემის ეფექტს, უფრო პატარა პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ და დიდწილად იხრება საარჩევნო თანასწორობისა და წარმომადგენლობითობის პრინციპებიდან, ვიდრე ამართლებს სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროებას. 92. ამ ფონზე, ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ გადაუნაწილებელი მანდატების მიკუთვნების წარმოდგენილისგან განსხვავებული ვარიანტები იყოს გათვალისწინებული. როგორიცაა: - პროპორციული გადანაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს; -ან გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობის უმაღლესი ზღვარის დაწესება, რაც გამარჯვებულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს; - და/ან ბარიერის 2 ან 3 პროცენტამდე დაწევა და ამგვარად პროპორციული სისტემის დაწესება დარჩენილი მანდატების გადასანაწილებლადაც"-წერია კურიერის მიერ გავრცელებულ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პროექტში.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)