|
2017-06-08 13:10:00, 2031 ნახვა
პოლიტიკა
კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმი გამოცხადდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმი გამოცხადდება. ბესელიას თქმით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწები, როგორც განსკუთრებული რესურსი, მისი მესაკუთრე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო იქნება. "ამავე დროს, იცით, რომ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით, ინიცირებული იყო პროექტი. დღეს, გადაწყვეტილება მივიღთეთ და ახლა სპეციალური პროცედურით, ამ პროექტის უკან გამოწვევის თაობაზე შესაბამისი წერილი მზადდება და დღეს ახალ ცვლილებას დავარეგისტრირებთ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების მუხლზე მორატორიუმს გამოვაცხადებთ და მისი წინაპირობა იქნება კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედებამდე, ანუ, ძალაში შესვლამდე, მორატორიუმი იქნება გამოცხადებული და ამ დროში მიწების ყოველგვარი გასხვისება შეჩერდება. ასევე მოკლე ვადაში ორგანულ კანონში ცვლილება შემუშავდება იმ საბოლოო ფორმულირებით, რომელიც შესაბამისი იქნება კონსტიტიუციური ჩანაწერის“, - აღნიშნა ბესელიამ. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მორატორიუმი იმ მუხლს შეეხება, რომელიც დღეს მოქმედ კანონში მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, გასხვისების შესაძლებლობას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ტოვებს . „მორატორიუმი წინა პარლამენტში იყო გამოცხადებული, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, მაგრამ სამართლებრივი საფუძველი სხვა იყო. ამჯერად, სხვა საფუძველი იქნება მითითებული და ეს კონსტიტუციური ჩანაწერი გახლავთ, რომელიც საბოლოო ჩარჩო უნდა იყოს, რომელიც განსაზღვრავს სასოფლო-სამურნეო მიწებზე საკუთრების უფლების სუბიექტებს“, - განაცხადა ბესელიამ.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)