|
2017-06-07 12:10:22, 1714 ნახვა
საზოგადოება
მუსტაფა ჩაბუქის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს
დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლებას ითხოვენ და სახელმწიფოს მოუწოდებენ მისი თურქეთში ექსტრადირება არ დაუშვას. მათივე განცხადებით, ექსტრადირების შემთხვევაში ჩაბუქი შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა ან/და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. აქციის მონაწილეებს ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: „თავისუფლება ემრე ჩაბუქს“; „მასწავლებლობა დანაშაული არ არის“; „გაათავისუფლეთ განათლების ელჩი მუსტაფა“; „არ მჯერა სიტყვების, მჯერა ქმედებების“; „გადაარჩინე მასწავლებელი - გადაარჩინე სიცოცხლე“; „არა მასწავლებლის ექსტრადირებას“. აქციაში მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩაბუქის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. ადგილზე 100-მდე ადმიანია შეკრებილი. შეგახსენებთ, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, მიმდინარე წლის 24 მაისს, თურქეთის მთავრობის მოთხოვნით დააკავეს. მას თურქეთის მთავრობის მიერ ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. მუსტაფა წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საგანმანათლებლო საქმიანობით იყო დაკავებული.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)