|
2017-06-07 10:19:50, 1757 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს, 11:00 საათზე, დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამწერი მორიგი აქცია გაიმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მიზანია, აქციის მიზანია კიდევ ერთხელ მოუწოდონ სახელმწიფოს, არ გადასცეს მუსტაფა ჩაბუქი თურქეთის მთავრობას, სადაც იგი შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა ან/და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. დღევანდელ ღონისძიებაში ასევე ჩაერთვებიან ჩაბუქის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და ერთხმად მიმართავენ მთავრობას მოხდეს საქმის ქართული მხარის მიერ გამოძიება და მიეცეს საქართველოში მოღვაწე პედაგოგსა და მის ოჯახს იმის საშუალება, რომ ლტოლვილის სტატუსით ისარგებლონ. შეგახსენებთ, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, მიმდინარე წლის 24 მაისს, თურქეთის მთავრობის მოთხოვნით დააკავეს. მას თურქეთის მთავრობის მიერ ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. მუსტაფა წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საგანმანათლებლო საქმიანობით იყო დაკავებული. პროფესიით ფიზიკოსი არაერთი მასშტაბური საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტის ავტორი გახლავთ. მისი ინიციატივით საქართველოში ჩატარდა მრავალი მნიშვნელოვანი სოციალური ღონისძიება, რომლის მიზანსაც ნიჭიერი ბავშვების გამოვლენა და შემდგომ დახმარება წარმოადგენდა. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ასევე არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტის ავტორიც. მათ შორისაა: ახალგაზრდა გამომგონებელთა ოლიმპიადა IYIPO, ქართული ენის ოლიმპიადა, ენისა და კულტურის ფესტივალი, პროექტი „ვსწავლობთ ქართულად“, მეცნიერების ფესტივალი „შეეხე მეცნიერებას“... აქციის ორგანიზატორები არიან : ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ადამიანის უფლებათა ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI). კონსტიტუციის 42-ე მუხლი. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეგობრები და ოჯახის წევრები, დემირელის პარტნიორი სკოლები და შავი ზღვის საერთაშორისო უნივესიტეტი.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)