|
2017-06-06 14:10:15, 2053 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და დიპლომატიური ურთიერთობების იუბილე სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე მასშტაბურად აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 6 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში ვაშინგტონში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს. "6 ივნისს საქართველოს საელჩო უმასპინძლებს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და ამერიკის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციების წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროში საელჩოს პარტნიორები.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)