23:06 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 13:49:33, 1830 ნახვა

საზოგადოება
ბუნებრივი აირის ახალი ტარიფები სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე დადგინდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გოჩა შონიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ახალი ტარიფები ივნისის ბოლომდე დადგინდება. 

როგორც შონიამ აღნიშნა, კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის 95% უკვე შესწავლილია. 

„ბუნებრივი გაზის კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადების და თანდართული დოკუმეტაციის 95% უკვე შესწავლილია. ჩვენ ბოლო ვადა 20 ივლისამდე გვაქვს, თუმცა, შესაძლებელია ამ თვის ბოლომდე მოხდეს კომისიის მოწვევა და ამ საკითხების განხილვა“, - განაცხადა გოჩა შონიამ.

შონიას ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში სატარიფო განაცხადი ოთხ კომპანიას აქვს შეტანილი.

„კომისიაში სატარიფო განაცხადი შემოტანილი აქვს ოთხ კომპანიას: ერთია “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” , ასევე “სოკარ ჯორჯია გაზი“, “საქგორგაზი” და “ყაზტრანსგაზი”. მიზეზი რატომაც მოხდა მათი მხრიდან სატარიფო განაცხადების შემოტანა ისაა, რომ სემეკ-მა ბუნებრივი გაზის სექტორის ახალი მეთოდოლოგიით რეგულირება დაიწყო. მეთოდოლოგია ტარიფების ყოველწლიურ გაადაანგარიშებას ითვალისწინებს. ამ სექტორში ტაფირები უკვე 10 წელია რაც არ დათვლილა, შესაბამისად, ამ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც დღეს არის ბუნებრივი გაზის სექტორში, კომისია იწყებს ტარიფების გადაანგარიშებას”, - განაცხადა გოჩა შონიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics