|
2017-06-06 12:42:49, 1819 ნახვა
საზოგადოება
„თუ არ გვიშველით, C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა გაჩერდება“ - მედპერსონალის საპროტესტო აქცია
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მედპერსონალმა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შიდსის ცენტრის აღდგენასა და სახელმწიფოს მხრიდან ინფექციური საავადმყოფოსთვის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ყურადღების მიქცევას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უნდა შეიქმნას ახალი ინფექციური საავადმყოფო, სადაც ექნებათ საშუალება, პაციენტებს უმკურნალონ. „ჩვენ ვართ ის დაწესებულება, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა ეფერებოდეს სახელმწიფო. ეს არის დაწესებულება, სადაც უმძიმესი კონტინგენტი მოდის. ჩვენ გადავარჩინეთ ქვეყანა შიდსისა და ჰეპატიტისგან. მათ ყველაფერი წაგვართვეს. ჩვენ არ გვაქვს ინფრასტრუქტურა. მოვითხოვთ, შეიქმნას ახალი ინფექციური საავადმყოფო, სადაც გვექნება საშუალება, ვემსახუროთ ჩვენს ხალხს. მოვითხოვთ ყურადღებას სახელმწიფოსგან და პირობების გაუმჯობესებას“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ექიმმა ინფექციონისტმა ფატი გაბუნიამ. ადგილზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფებოდნენ, ვინაიდან აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გახსნას ესწრებოდნენ. ისინი აქციის მონაწილეებს გაესაუბრნენ. პრემიერმა მედიკოსების პრობლემები მოისმინა და აღნიშნა, რომ დღესვე გამონახავს დროს მათთან შესახვედრად. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაბალანსებული გადაწყვეტილება მოძებნოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, არც ერთი პროფესიონალის ღვაწლი არ დაიკარგოს. აქციის მონაწილეებს ადგილზე პლაკატები ჰქონდათ მიტანილი წარწერით - „დაგვიბრუნეთ შიდსის ცენტრი, ეს აუცილებელია ჩვენი სიცოცხლისთვის“, „რატომ დაგვიკარგეთ გლობალური ფონდის მიერ შიდსის ცენტრისთვის გამოყოფილი 4,5 მილიონი ევრო“, „ჩვენ გადავარჩინეთ ქვეყანა შიდსისა და ჰეპატიტისგან, თქვენ კი, ყველაფერი წაგვართვით“, „თუ არ გვიშველით, C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა გაჩერდება“, „მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, ნუ გაწირავს პაციენტებს“.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)