22:08 - 02 Nov, 2026
|
2017-06-06 12:54:13, 1805 ნახვა
საზოგადოება
აუდიტის სამსახური: საბიუჯეტო ორგანიზაციებში პრემიები მცირდება, ხოლო დანამატები იზრდება
2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი შენიშვნა სახელმწიფო უწყებებში პრემია-დანამატებს შეეხება. როგორც უწყების მოხსენებაშია აღნიშნული, ამ კუთხით ხარჯები 2014-2016 წლებში მზარდია. კერძოდ, 2016 წელს ჯამურად „პრემიისა“ და „დანამატის“ მუხლებით გაცემული საბიუჯეტო სახსრებმა 321,758 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 6%-ით, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელზე 11.2%-ით მეტია. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს პრემიის სახით გაცემული შრომის ანაზღაურება 5.1%-ით შემცირდა, ხოლო დანამატის სახით გაცემული თანხები 9.5%-ით გაიზარდა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და აუდიტის სამსახურის მოხსენებას დღეს საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)