|
2017-06-06 12:24:41, 1630 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენმა, ოჯახში ძალადობის შესახებ, პროკურატურას მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის ორ საქმეზე გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ერთ-ერთი საქმე შეეხება ხანდაზმული ე.ქ.-ს მიმართ შვილის მხრიდან განხორციელებულ სისტემატურ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობას და სიცოცხლის ხელყოფის მუქარას. "ე.ქ.-მ 2010 წლიდან 18-ჯერ მიმართა პოლიციას ოჯახში ძალადობისგან დასაცავად, შეტყობინებებში ძირითადად ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ე.ქ., რამდენიმე წელია პოლიციას დასახმარებლად მიმართავს, მას არ ეძლევა მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა და მორიგი ძალადობის მოლოდინშია. სამართალდამცავი უწყების მიერ ე.ქ.-ს თითოეული მიმართვა განხილულია, როგორც ცალკე აღებული შემთხვევა და ძალადობის სისტემატური ხასიათი გათვალისწინებული არ არის. ასევე, არ მომხდარა მსჯელობა აღნიშნული ქმედებების ერთობლიობით სისხლისსამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შესახებ. მეორე საქმე შეეხება ნ.ქ.-ს და მისი შვილების მისამართით ქმრის მხრიდან განხორციელებულ ოჯახში ძალადობას და მუქარას. ნ.ქ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მის შვილებს სისტემატიური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. მიუხედავად იმისა, რომ ნ.ქ. პოლიციის განყოფილებაში მისი და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის საკმაოდ მძიმე ფორმებზე საუბრობდა, საქმეზე მხოლოდ შემაკავებელი ორდერი იქნა გამოცემული. ნ.ქ. შვილებთან ერთად რამდენიმე თვით განთავსდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. შესაბამისად, დედისა და შვილების უსაფრთხოება დროებით უზრუნველყოფილია, თუმცა თავშესაფრის დატოვების შემდეგ, შესაძლებელია, ისინი კვლავ განმეორებითი ძალადობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სავარაუდო მოძალადის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)