|
2017-06-06 11:49:06, 2175 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტების პროტესტი პარლამენტში - „გაათავისუფლეთ აფგანი! არ შეგრჩებათ“
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ჟურნალისტების პროტესტის გამო ვერ იწყება. ქართველი ჟურნალისტები აზერბაიჯანელ კოლეგას მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ და კომიტეტის დარბაზში მათ საპროტესტო აქცია გამართეს. მედია საშუალებებეის წარმომადგენლებმა თავზე სიმბოლურად პოლიეთილენის პარკები ჩამოიცვეს და ხელში ბანერები დაიკავეს, წარწერით: "გაათავისუფლეთ აფგანი!" მათ მხარდაჭერა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სერგო რატიანმა გამოუცხადა. კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ კი აღნიშნა, რომ ფაქტთან დაკავშირებიტ გამოძიება მიმდინარეობს და საკითხს „შოუს ელემენტები უნდა მოცილდეს“. ჟურნალისტები პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. პარალელურად, მედიის წარმომადგენლები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეზე საქართველოში აშშ-ის ელჩს იან კელის ხვდებიან. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, შეხვედრის მიზანია აშშ-ის ელჩმა იცოდეს, რომ მოთხოვნის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების წევრები ჟურნალისტებს არ ხდებიან.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)