09:44 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-04 15:58:40, 2047 ნახვა

საზოგადოება
ქართლში, სოფელ ხიდისთავში, ღვინის კაფე Gates of Ateni გაიხსნა

 ემზარ ჩიტუაშვილის მარანში, ქართლის საოჯახო მარნების ასოციაციის ხელშეწყობით, ღვინის კაფე Gates of Ateni გაიხსნა.

კაფეში  ქართლის და სხვა კუთხეების საოჯახო მარნების საუკეთესო ღვინოები გაიყიდება,  რომლებსაც ქართლის საოჯახო მარნების ასოციაცია შეარჩევს.

დღეს კაფეს ქართველი მეღვინეები, საოჯახო მარნების მფლობელები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

სტუმრებმა ასოციაციის ახალი ბრენდის "ღვინის ოსტატების" სერიის ღვინოები დააგემოვნეს. იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ღვინის კაფე Gates of Ateni ქართლის ტურისტული მარშრუტის ღვინის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

"ეს წამოწყება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საოჯახო მარნების განვითარებას, რადგან გაჩნდა კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, სადაც საოჯახო ღვინოები გაიყიდება" - განაცხადა ასოციაციის დირექტორმა ანდრო ბარნოვმა.

(NS)

 

 

 

 

 

 

 


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics