02:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-03 14:12:33, 2320 ნახვა

მსოფლიო
ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი ლიკვიდირებულია

„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალ-ბინალი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ NBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ალ-ბინალი სირიაში, რაქას სიახლოვეს ამერიკის შეერთებული შტატების ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.

როგორც მედია წერს, აღნიშნული პირის ლიკვიდაცია პენტაგონს ამ დრომდე არ დაუდასტურებია. ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტერორისტული დაჯგუფების "სულიერი ლიდერი" და კიდევ რამდენიმე ჯიჰადისტი იერიშს ემსხვერპლნენ.

ალ-ბინალი "ისლამურ სახელმწიფოში" ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მისი განკარგულებით, 2014 წლიდან დღემდე 3 000-ზე მეტი ქალი და მოზარდი გოგო ტერორისტების ტყვეობაში იმყოფება. ქალები სექსუალური ექსპოლატაციის მსხვერპლი არიან.

სააგენტოს ინფორმაციით, ალ-ბინალიმ, რომელსაც განათლება დუბაის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, ოჯახი 2014 წელს მიატოვა და ერაყისა და სირიის "ისლამური სახელმწიფოს" რიგებს შეუერთდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics