|
2017-05-31 18:23:54, 1886 ნახვა
პოლიტიკა
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 46-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. მონაწილეებთან ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს, რომ აუციელებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება, რაზედაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ ე.წ. პროკურატურამ "სისხლის სამართლებრივი დევნა" შეწყვიტა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკიდურესად ნეგატიური და ცალსახად ცინიკური. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე",-ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ზოლზე ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს და იმ პრობლემებს, რომელიც ადგილობრივებს ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის შედეგად შეექმნათ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი სახის უკანონო ქმედებები, არღვევს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს იმ მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე, რომლებიც კვლავ უკანონოდ იმყოფენიან ე.წ. პატიმრობაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)