|
2017-05-24 17:26:06, 1737 ნახვა
საზოგადოება
აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელს ახალი მოადგილე ჰყავს
აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ნანა დიასამიძე დაინიშნა. სააგენტოს თანამშრომლებს, დირექტორის ახალი მოადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ - ლელა სურმანიძემ წარუდგინეს. ნანა დიასამიძემ, 1996 წელს დაამთავრა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მას მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 1997-1999 წლებში იყო ბათუმის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის სამართალმცოდნეობის მასწავლებელი; 2005-2006 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებელი; 2006-2009 წლებში კავშირი “სთეფ ფორვარდის” ჯანდაცვის ომბუდსმენი; 2010 წელს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის იურისტი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა პროექტებს: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტი „ხედვა დაბრკოლების მიღმა“; ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტი “ ჩვენი გარემო ჩვენი სიამაყეა; ფონდი „ღია საზოგადეობა საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტი „ საქართველო ჩემი სამშობლოა“.
(NS)
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ფიფია - პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)