|
2026-11-02 14:52:39, 429 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
პარტია "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თემას ეხმაურება. მისი თქმით ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია. გახარიას განმარტებით, "ქართული ოცნების" მიზანი არასასურველი ოპონენტების ჩამოშორება და "ხელსაყრელი ოპოზიციის" შექმნაა. "ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ღიად განაცხადა თუ რა არის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი: პოლიტიკური ველის გაწმენდა და საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩეული "ხელსაყრელი ოპოზიციის" შექმნა. ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში ბევრი "ოპოზიციური" პარტიაა წარმოდგენილი, მაგრამ არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება. საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ ხვდებიან, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან", - წერს გახარია სოციალურ ქსელში.
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს
კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია
კალაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია არა ოქტომბერში არამედ ნოემბერში უნდა დასრულებულიყო
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)