|
2017-05-23 20:03:57, 1951 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული
ირაკლი კობახიძემ, ბერლინში კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით გამართული კონფერენცია შეაფასა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული დახვეწილი პროექტი ვენეციის კომისიისა და უცხოელი პარტნიორების მხრიდან მაღალი შეფასების გარანტიაა. „ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან დახვეწილი პროექტი და ეს არის იმის გარანტია, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან, ისევე როგორც ზოგადად, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ძალიან მაღალ შეფასებას მივიღებთ. დოკუმენტი კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს შეესაბამება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც, ვენეციის კომისიას რეკომენდაციები შეიძლება, ჰქონდეს. ირაკლი კობახიძის ვარაუდით, შესაძლოა, ვენეციის კომისიის მდივნის განცხადება ბონუსის სისტემის დაზუსტებას უკავშირდებოდეს. „შეიძლება იყოს გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება მივიღოთ რეკომენდაციები ვენეციის კომისიის მხრიდან და ეს რეკომენდაციებიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს ერთგვარი მინიშნება ბონუსის დაზუსტებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ალბათ, არ არის არცერთი სხვა არსებითი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება არსებობდეს რაიმე პრინციპული ხასიათის სამართლებრივი შენიშვნა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ვენეციის კომისიის მდივანმა, დღეს, მედიასთან საუბრისას, განაცხადა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი საკვანძო წინგადადგმული ნაბიჯია და აღნიშნა, რომ საჭიროა გარკვეული გაუმჯობესებაც. „ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი არის საკვანძო წინგადადგმული ნაბიჯი. ზოგიერთი გადაწყვეტილების მხრივ - პროექტი კარგია, საჭიროა გარკვეული გაუმჯობესებაც. ვფიქრობ, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა კომპრომისის გამონახვა, რომელიც კონსტიტუციის ტექსტთან დაკავშირებით, საერთო კონსენსუსს მოიტანს“, - განაცხადა თომას მარკერტმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)