|
2017-05-22 14:15:30, 1596 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ვენეციის კომისიის თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ დახვეწილი კონსტიტუციური კანონი შევიმუშაოთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ დახვეწილი კონსტიტუციური კანონი შევიმუშაოთ. როგორც კობახიძემ ბერლინში კონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს კონსტიტუცია, არის ის კანონი, რომელმაც მყარი საფუძველი უნდა ჩაუყაროს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. „მადლობა გერმანელ მეგობრებს, პარტნიორებს ღონისძიების ორგანიზებისთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციას იმართება ასეთი სახის შეხვედრა. ვენეციის კომისიის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ჩვენ შევიმუშაოთ დახვეწილი კონსტიტუციური კანონი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, როგორიც არის ქვეყანაში კონსტიტუცია, ისეთია პოლიტიკური სისტემა. „როგორი არასტაბილურიც იყო გასული 20 წლის განმავლობაში ჩვენი კონსტიტუცია, ისეთი არასტაბილური სახით წარიმართა სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ მყარი დოკუმენტი და მყარი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გრძელვადიან განვითარებას. როდესაც დაიწყო პროცესი და პარლამენტის დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, პარლამენტმა კომისიას დაუსახა სამი ძირითადი ამოცანა, პირველი ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი კონსტიტუცია არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციის პრინციპებთან, მათ შორის ხელისუფლებამ დანაწილების პრინციპთან, რაც ხაზგასმით იყო აღნიშნული ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში. „საკონსტიტუციო კომისიის პირველი ამოცანა იყო სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა. მეორე ამოცანას რაც შეეხება, დღეს საქართველოში ჩამოყალიბებულია ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, ჩვენი მეორე ამოცანა გახლდათ ამ დაუხვეწავი საპარლამენტო სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობად. მესამე ამოცანა გახლდათ იურიდიული ტერმინის თვალსაზრისით, გამართული კონსტიტუციის შემუშავება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამივე მიზანი არის მიღწევადი, მას შემდეგ, რაც დასრულდება პროცესი და მას შემდეგ რაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის ახალ რედაქციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამართული პროცესი დაედოს საფუძვლად საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენ შევქმენით ძალიან წარმომადგენლობითი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელშიც გაერთიანებული იყო 73 წევრი და ყველა დაინტერესებული სუბიექტი იყო წარმოდგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საქართველოს ამოცანა არის, ევროპული კონსტიტუციის შემუშავება.
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
ტრამპმა ევროკავშირს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად ორთვიანი ვადა მისცა
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)