12:36 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 11:49:41, 898 ნახვა

სამართალი
ე.წ. კაბელების საქმეზე მიმდინარე პროცესი დროებით დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე მიმდინარე  სხდომა დროებით დაიხურა.

სასამართლომ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ  წარდგენილ მტკიცებულებებში არებული  საიდუმლო მასალების დასაშვებობაზე  უნდა აიმსჯელოს. სწორედ ამიტომ, მოსამართლემ ამ ნაწილში პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 სექტემბერს დააკავა. მათ 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად. პროკურატურის მიერ დაკავებულები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics