|
2015-04-15 11:35:47, 785 ნახვა
სამართალი
ადეიშვილის ადვოკატი: ძებნა არც უნდა გამოცხადებულიყო
„მე რომ მკითხოთ, ძებნა არც უნდა გამოცხადებულიყო“, – ამის შესახებ ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა გოჩა სვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, ადეიშვილის მიმართ ბრალდებები პოლიტიკური დევნის საფუძელს ქმნიდა. „ყველა წინაპირობა იყო იმის, რომ ადეიშვილთან მიმართებაში მოცემული ბრალდება თავისი შინაარსით და პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც ამ ბრალდებებს წინ უსწრებდა, პოლიტიკური დევნის საფუძველს და ეჭვს ქმნიდა. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს და რომელ ქვეყანაში რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მინიჭებული, მოცემულ ბრალდებასთან პირდაპირი შემხებლობაში ეს საქმე არ არის“, – აღნიშნა სვანიძემ. ცნობისთვის, ზურაბ ადეიშვილს ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით (2007 წლის ნოემბრის ეპიზოდები), სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ედება ბრალი, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადეიშვილი ინტერპოლით ძებნილთა სიაში იყო, თუმცა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გაუქმდა. გუშინვე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ.ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მიუთითა. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ქართული მხარისგან დამატებითი არგუმენტაციის ან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუთხოვია და ქართული მხარისთვის ხსენებული ფაქტი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ძებნილი პირის მიმართ წითელი ცირკულარი გაუქმდა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)