|
2017-05-18 11:35:49, 1645 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი BSEC -ის ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში გამართულ შავი ზღვის ეკონომინკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, BSEC -ის მინისტერიალის მთავარი თემა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურითანამშრომლობის გაღრმავება იყო. უწყების ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისასსაქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრმა რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობასა და სოფლის მეურნეობის მიმართულებითშავი ზღვის აუზის ქვეყნების პოტენციალზე ყურადღება გაამახვილა. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა სტამბოლის სამიტზე საერთო დეკლარაცია მიიღეს, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად წახალისებას, სასოფლო-სამეურნეო დარგში ბარიერების მოხსნას და თანამშრომლობას გამოცდილების გაზიარების კუთხით. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინიტრმა ორმხრივი შსეხვედრები გამართა კოლეგებთან. საგამოფენო სივრცეში მოწყობილ ქართულ კუთხესთან, სადაც ქართული პროდუქცია იყო წარმოდგენილი, ლევან დავითაშვილმა თურქ კოლეგას, ფარუქ ჩელეკს უმასპინძლა. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 12 ქვეყანას აერთიანებს და წელს დაარსებიდან 25 წლისთავს აღნიშნავს. BSEC-ის მინისტერიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე ესწრებოდა. (NS)
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)