|
2026-11-02 10:21:54, 474 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს რუსული გაზის მიწოდების სწრაფ აღდგენას ევროპაში უკრაინის გავლით, განუცხადეს The Wall Street Journal-ს (WSJ) ამერიკელმა, ევროპელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა. მათი თქმით, ეს თემა განიხილეს სექტემბერში გამართულ მოლაპარაკებებზე, ზამთრის წინ „ენერგეტიკული ზავის“ ფარგლებში. ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ ვიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მიერ გაჟღერებული იდეის თანახმად, რუსული გაზი ამერიკელი შუამავლის მეშვეობით იყიდება. ეს თავიდან აიცილებს ევროპულ სანქციებს და შექმნის მომგებიან შესაძლებლობებს აშშ-ში ინვესტორებისთვის. რუსეთის შემოსავლები ჩაირიცხება მესამე ქვეყანაში არსებულ ესქრო ანგარიშზე, რათა მოსკოვმა არ გამოიყენოს ისინი სამხედრო მიზნებისთვის. ასევე, WSJ-ის წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს Nord Stream გაზსადენის ოპერირების განახლებას, როგორც ომის დასრულების მნიშვნელოვანი გარიგების ნაწილს. აშშ-ის მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის შეცდომა იყო მილსადენის პროექტის წამოწყება რუსეთთან უფრო ფართო უსაფრთხოების შეთანხმების მოლაპარაკების გარეშე. ევროპელი ოფიციალური პირები და ევროკავშირის ლიდერები სკეპტიკურად არიან განწყობილნი პროექტის მიმართ და ასახელებენ გეგმას, რომელიც 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას ითვალისწინებს. თუმცა, აშშ იმედოვნებს, რომ ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა ზრდამ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო თხევადი ბუნებრივი აირის დეფიციტმა და მცირე მარაგების შემცველმა რეზერვებმა შესაძლოა ევროპის პოზიცია შეარბილოს. თავის მხრივ, კრემლმა უარყო უკრაინასთან ენერგეტიკული ზავი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს „მშვიდობა სჭირდება და არა ზავი“. თავად ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა მზადყოფნა, „ხვალვე“ განაახლოს ევროპისთვის გაზის მიწოდება. ამის მისაღწევად მან შესთავაზა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის დარჩენილი ხაზის გამოყენება, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო გაშვებული.
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)