|
2017-05-17 16:24:40, 1597 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ „Aerosmith“-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს
„Black Sea Arena“-ზე ჯგუფ “Aerosmith” კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი ორი STADLER-ის ტიპის ელექტრომატარებელის დანიშვნასთან ერთად საქართველოს რკინიგზა 20 მაისს ბათუმი-ქობულეთი-ურეკის და უკუ მიმართულებით ნიშნავს მატარებლებს, რომლებიც ამ მარშრუტზე შემდეგი გრაფიკით იმოძრავებენ: კენტ რიცხვებში: მატარებელი №7001 ბათუმიდან გავა 16:00, ქობულეთში იქნება 16:18-16:21, ხოლო ურეკში ჩავა 16:46. სამგზავრო მატარებელი №7003 ბათუმიდან გავა 18:10 ქობულეთში იქნება 18:28-18:31, ურეკში ჩავა 18:56. მატარებელი №7005 ბათუმიდან გავა 21:30, ქობულეთში ჩავა 22:01-22:04, ურეკში იქნება 22:22. ლუწ რიცხვებში: მატარებელი №7002 ურეკიდან გამოვა 17:05, ქობულეთში იქნება 17:27-17:31, აღნიშნული მატარებელი ბათუმში ჩავა 17:50. მატარებელი №7004 ურეკიდან გავა 19:35 ქობულეთში იქნება 20:05-20:09, ბათუმში ჩავა 20:27. სამგაზვრო მატარებელი №7006 ურეკიდან გავა 0;15, ქობულეთში ჩავა 0:39-0:43 და ბათუმში იქნება ღამის 1:01. აღნიშნულ სამგზავრო მატარებლებზე ბილეთის ღირებულება ბიზნეს კლასისთვის შეადგენს 10 ლარს, I კლასით მგზარობის საფასურია 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა შესაძლებელია 6 ლარად. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე მოქმედებს შეღავათიანი ტარიფი.
(R)
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)