|
2017-05-17 16:12:20, 1781 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
თბილისში საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მეათე შეხვედრა გაიმართა
თბილისში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მეათე შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირი და საქართველო საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეულ შემდგომ პროგრესს მიესალმნენ. ევროკავშირმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ODIHR არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მხრიდან 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დადებით ანგარიშზე ყურადღება გაამახვილა, ამასთან, ხაზი გაუსვა (წინა)საარჩევნო ძალადობის ინცინდენტებთან დაკავშირებით ეფექტურ გამოძიებას. ასევე, აღინიშნა უფასო საინფორმაციო დროისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კუთხით თანაბარი პირობების უზრუნველყოფის შემდგომი გაუმჯობესების მნიშვნელობა. ორივე მხარე დაეთანხმა თავისუფალი და პლურალისტული მედია-გარემოს და პოლიტიკური პლურალიზმის მნიშვნელობას, როგორც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობას. ამასთანავე, ევროკავშირმა საქართველოს ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდისკენ და ანტი-დისკრიმინაციული კანონის ეფექტიანი იმპლემენტაციისკენ მოუწოდა. ევროკავშირმა, ასევე ხაზი გაუსვა, რომ ერთგულია ადამიანის უფლებების უნივერსალურობის პრინციპის მიმართ, განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობებისა და სხვა. ამ კონტექსტში, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ლგბტი პირებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნონ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOT), შეძლებენ ისარგებლონ შეკრების თავისუფლებით და საქართველოს მთავრობის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება აუცილებელი უსაფრთხოების ზომები. ევროკავშირი საქართველოს მხრიდან „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციას მიესალმა. ამასთანავე, ორივე მხარე შეთანხმდა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების საჭიროებაზე. ორგანიზაცია ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და სოციალური დიალოგის ფარგლებში პროგრესს მასწავლებელთა კავშირსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მიღწეულ სექტორულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ასევე, დაინტერესდა თუ რა ზომები გატარდა ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ისევე, როგორც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და რა ზომები იქნა მიღებული სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით, რათა მოხდეს ოჯახში ძალადობის ფაქტების სათანადო გამოძიება. ევროკავშირმა, ასევე მოუწოდა საქართველოს მიიღოს კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულის იმპლემენტაცია და აღსრულება ეფექტიანი შრომის ინსპექციის მექანიზმის შექმნას მოითხოვს. ასევე, მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებული ბავშვებისა და ბავშვთა სიღარიბის დაძლევის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე ყურადღება გაამახვილდა და ორგანიზაციამ მოუწოდა უწყებებს გააძლიერონ ძალისხმევა ორსულ ქალებისა და ახალშობილებისათვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ასევე აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წამების და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით და ხაზი გაუსვა არსებული პროგრესის კონსოლიდირების საჭიროებას. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთანავე, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ქვეშ არსებული ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმებს უნდა ჰქონდეთ შეუფერხებელი წვდომა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ასევე, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გამო და დაინტერესდა აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ორი გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ თავისუფალი გადაადგილების მხრივ შექმნილ ვითარებაზე. მხარეები ასევე, შეთანხმდნენ გააგრძელონ და განავითარონ არსებული კარგი თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო. დიალოგის ფარგლებში გაიმართა ღია და კონსტრუქციული დისკუსია საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის, ამ მიმართულებით მდგრადი პროგრესის მიღწევის მიზნით ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულების, ასევე, ევროკავშირის ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარების სფეროში ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ. მოცემული დიალოგი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ევროკავშირის პოლიტიკის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებს ადამიანის უფლებების საკითხებზე შეხვედრებამდე, ევროკავშირის მხარე, დიალოგის სხდომამდე, შეხვდა საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ევროკავშირის დელეგაციას ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის სამმართველოს უფროსი, ბატონი დირკ შუბელი, თავმჯდომარეობდა, ხოლო საქართველოს დელეგაციას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ვახტანგ მახარობლიშვილი. დიალოგი წინ უსწრებდა სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე ა.წ. 17 მაისს დაგეგმილი ქვეკომიტეტის სხდომას. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის მომდევნო შეხვედრა 2018 წელს ქალაქ ბრიუსელში გაიმართება.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)