23:45 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 12:09:12, 1802 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი აგროპროექტის საგრანტო პროგრამების ბენეფიციარებს ექსპორტისა და მარკეტინგის საკითხებზე ტრენინგები უტარდებათ

ქალაქ ბათუმში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ერთიანი აგროპროექტის საგრანტო პროგრამების ბენეფიციარებს საექსპორტო და მარტკეტინგის საკითხებზე ტრენინგები უტარდებათ.

ბენეფიციარებისთვის სასწავლო კურსს სერბეთის ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი ივანა დულიჩ-მარკოვიჩი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ატარებს. სწავლების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ საექსპორტო პოტენციალის მქონე აგროპროდუქტების შესაძლებლობებს ნიშურ ბაზრებთან მიმართებაში; ბენეფიციარები ინფორმაციას იღებენ ევროკავშირის მოთხოვნებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით, რაც სანიტარულ, ფიტოსანიტარულ და გარემოსდაცვით მოთხოვნებს გულისხმობს. 

აღნიშნული ტრენინგი USAID/REAP-ის  თანადაფინანსებით ხორციელდება და მასში 20 ბენეფიციარი მონაწილეობს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics