|
2026-11-01 20:03:48, 283 ნახვა
საზოგადოება
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას ითვალისწინებს. TV პირველმა გაავრცელა ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემის ანონსი, სადაც დამცველების განცხადებით, არის კადრები თუ როგორ მარხავენ ძაღლების ნეშტებს ღამით, სპეციალურად მოწყობილ ორმოებში. მოგვიანებით, ცხოველთა დამცველებმა პეტიცია გაავრცელეს და პროკურატურას მიმართეს, დაიწყოს გამოძიება გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, როგორ არიან დამარხული ძაღლები ველის სასაფლაოზე. 31 ოქტომბერს ცხოველთა დამცველებმა ასევე გაავრცელეს ველის სასაფლაოზე გადაღებული კადრები, სადაც ჩანს ორმოები და ძაღლების ნეშტები.
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)