|
2017-05-16 17:30:50, 1476 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის 27-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. ნოდარ კერესელიძემ ,,ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე. შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებს წარუდგინა საბჭოს ახალი წევრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლის სახით და იმედი გამოთქვა სამომავლო წარმატებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ბიოუსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის დასაცავად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და ვეტერინარებთან აქტიური თანამშრომლობა. ქვეყანაში ვეტერინარის პროფესიის პოპულარიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, რაც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლაბორატორიის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარატამენტის (USDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები. საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა აყალიბებს ხედვას, ამოცანებს, მიზნებსა და სპეციფიურ პრიორიტეტებს, რათა გაუმჯობესდეს ცხოველთა ჯანმრთელობა და განვითარდეს ვეტერინარული სექტორი. ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა ივლისის თვეში გაიმართება. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)