|
2019-05-13 18:10:34, 2018 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ ახალგაზრდულ ფორუმში „YouthSpeak Forum19“ მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელებმა მონაწილეობა მიიღეს მასშტაბურ ახალგაზრდულ ფორუმში "YouthSpeak Forum'19". ღონისძიება გაეროსა და საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია "AIESEC"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. პროექტი ყოველწლიურად 120-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ინიციატივით, სამინისტრო წლევანდელი ფორუმის ოფიციალური პარტნიორია. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი სახოკიამ ისაუბრა სამინისტროს როლზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის კუთხით, ასევე, უწყებაში მიმდინარე სისტემური განახლების, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მაღალი ტექნოლოგიების როლი და სერვისების განვითარება. ფორუმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრებმა ღონისძიების მონაწილეებს სემინარი ჩაუტარეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის და თავიანთი ფუნქცია-მოვალეობების შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი მათ პრეზენტაცია წარუდგინეს ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნითა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მონიტორინგის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალგაზრდების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს. ღონისძიების მიზანი იყო თემატური სემინარებისა და პრეზენტაციების მეშვეობით ქართველი ახალგაზრდების გაერთიანება საქართველოში მიმდინარე მდგრადი განვითარების მიზნების გამოწვევების, არსებული პრობლემებისა და წინ გადადგმული ნაბიჯების გარშემო. გაეროსა და საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „AIESEC"-ის ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში და მათი ცნობიერების ამაღლებას აღნიშნული მიზნების შესახებ. ფორუმი, რომელიც დღეს დასრულდა, 13-14 მაისს პროექტებზე მუშაობით გაგრძელდება. ამ მიზნით, ფორუმის მონაწილე ახალგაზრდების ნაწილი 13 მაისს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტსა და "112"-ს ეწვევა. 14 მაისს, პროექტებზე მუშაობის პროცესში, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ჩაერთვებიან და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას გაუწევენ ფორუმის მონაწილეებს. 17 მაისს კი, ფორუმში მონაწილე ახალგაზრდები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისის ოთხ სკოლას ეწვევიან და მდგრადი განვითარების მიზნებზე გაკვეთილს ჩაატარებენ (World's Largest Lesson).
(NS)
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)