|
2017-05-15 22:02:21, 1849 ნახვა
საზოგადოება
16 მაისის ანონსი
ხვალ, 16 მაისს (სამშაბათი) 11:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ბიზნეს ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები გამართავენ ერთობლივ პრესკოფერენციას თემაზე: "საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება". მისამართი: ბიზნეს ასოციაციის ოფისი (ლეონიძის ქ # 2; ბიზნესცენტრი "ტაბიძის 1" მე-2 სართული). 16 მაისს, 11:00-ზე საქართველოში გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ინსტიტუციური გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება. მის: ასათიანის 9ა -დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 16 მაისი, 12:00 სთ - ენმ ის ცენტრალურ ოფისში ირაკლი ნადირაძის პრესკონფერენცია გაიმართება 16 მაისს, 12:00 საათზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი კასპის „ოკუპაციის მუზეუმში“ შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. მისამართი: კასპი, სააკაძის ქუჩა #126 საკონტაქტო პირი მანანა მჭედლიშვილი. ტელეფონი: 577 999 773 16 მაისი, 13:00სთ - სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება 16 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ვარძიის ტერიტორიაზე „ვეფხისტყაოსნის" სტროფებს გადაწერენ.
პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი", საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან - 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს". 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის" შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა 15 მაისს ახალციხეში, რაბათის ტერიტორიაზე დაიწყო და საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)