|
2017-05-15 12:20:01, 1424 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. კერძოდ, კითხვაზე “როგორ შეაფასებდით სამინისტროების საქმიანობას”, შედეგები ასე გადანაწილდა: შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო - 9% ძალიან კარგად, კარგად - 34% - საშუალოდ 36%, ცუდად - 10%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 8%; იუსტიციის სამინისტრო - ძალიან კარგად 4%, კარგად - 29%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად 2%, არ ვიცი 12%; თავდაცვის სამინისტრო - ძალიან კარგად 2%, კარგად - 21%, საშუალოდ 42%, ცუდად 12%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 20%, უარი პასუხზე - 1%; ენერგეტიკის სამინისტრო - ძალიან კარგად 3%, კარგად - 26%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად 4%, არ ვიცი 8%. განათლების სამინისტრო - ძალიან კარგად 3%, კარგად - 24%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 16%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 12%; შინაგან საქმეთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 19%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 15%, ძალიან ცუდად - 3%, არ ვიცი - 17%; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ძალიან კარგად 1%, კარგად - 13%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 9%, ძალიან ცუდად - 1%, არ ვიცი - 33%, უარი პასუხზე - 1%; საგარეო საქმეთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 17%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 13%, ძალიან ცუდად - 2%, არ ვიცი - 23%; უარი პასუხზე - 1%; ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 10%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 15%, ძალიან ცუდად - 3%, არ ვიცი - 29%; დევნილთა სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 14%, საშუალოდ - 42%, ცუდად - 19%, ძალიან ცუდად - 4%, არ ვიცი - 21%; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 12%, საშუალოდ - 40%, ცუდად - 22%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 20%; ეკონომიკის სამინისტრო - ძალიან კარგად 1%, კარგად - 8%, საშუალოდ - 41%, ცუდად - 20%, ძალიან ცუდად - 4%, არ ვიცი - 24%; უარი პასუხზე -1 %; ფინანსთა სამინისტრო - ძალიან კარგად 0%, კარგად - 9%, საშუალოდ - 39%, ცუდად - 23%, ძალიან ცუდად - 5%, არ ვიცი - 24%; უარი პასუხზე 1%. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)