|
2017-05-12 11:42:35, 1617 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, შემოწმების პროცესი სახელმწიფო და კერძო საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს, სადაც სააგენტოს სპეციალისტები კვების ბლოკებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვის პირობებს, რეალიზაციის ვადებს, ტემპერატურულ რეჟიმს და მომსახურე პერსონალის ჰიგიენას ამოწმებენ. „სკოლამდელი დაწესებულებების კვების ბლოკებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შემოწმების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. გაცემული რეკომენდაციების შედეგად საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და მდგომარეობა გაუჯობესდა. მიმდინარე წელს კრიტიკული შეუსაბამობა არცერთი საბავშვო ბაღის კვების ბლოკში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს კონტროლს, რომლის შედეგების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს საბავშვო ბაღებში 705 შემოწმება ჩატარდა(მათ შორის 253 თბილისში). მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 8 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი დააჯარიმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)